ლონდონში ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული

საქართველო, თბილისი - 12:41 | 15.06.2017
ნანახია: 1434

ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული ლონდონის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია რამდენიმე ოჯახის ადგილსამყოფელი.   

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი. თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. საავადმყოფოებში 70 დაშავებულია გადაყვანილი.

ხანძარი ბოლომდე ჯერ კიდევ  არ არის ლიკვიდირებული. მეხანძრეები შენობის სხვადასხვა ნაწილში აალებულ კერებს აქრობენ. ბოლო მონაცემებით მეხანძრეები ბოლო, 24-ე სართულზე ავიდნენ.

ჩრდილოეთ კენსიგტონის რაიონში 24-სართულიან სახლს ცეცხლი ოთხშაბათს ღამით გაუჩნდა. ხელისუფლების მონაცემებით, შენობაში სავარაუდოდ 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე