მელანია ტრამპი შვილთან ერთად თეთრ სახლში გადავიდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 12.06.2017
ნანახია: 1322

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი შვილთან ბარონთან ერთად თეთრ სახლში ოფიციალურად გადავიდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, რათა 11 წლის ბიჭს სკოლაში სასწავლო წელი დაესრულებინა.

 ეს გადაწყვეტილება ბევრს უცნაურად მოეჩვენა, რადგან პრეზიდენტის ცოლები ჩვეულებრივად თეთრ სახლში ინაუგურაციის შემდეგ გადადიან.

როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ნიუ-იორკის მცხოვრებლებს მელანიას გადასვლა ძალიან გაუხარდათ, რადგან დაცვის გაძლიერებულმა ზომებმა საგზაო მოძრაობის დარღვევა გამოიწვიეს Trump Tower-ის მიმდებარე ქუჩებში, სადაც მელანია ცხოვრობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე