მერილენდისა და ვაშინგტონის პროკურორები ტრამპს სასამართლოში უჩივიან

საქართველო, თბილისი - 11:35 | 12.06.2017
ნანახია: 1279

მერილენდის შტატის გენერალური პროკურორი ბრაიან ფროში და მისი ვაშინგტონელი კოლეგა კარლ რასინი ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უჩივიან. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

მოსარჩელეების აზრით, ის ფაქტი, რომ ტრამპის კომპანიები უცხოელებისგან მილიონობით გადასახდებს მას შემდეგაც იღებდნენ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ანტიკორუფციული კანონომდებლობის დარღვევას წრამოადგენს.

თანამდებობის დაკავებამდე ტრამპი აცხადებდა, რომ თავის ბიზნეს-აქტივებს ნდობით აღჭურვილ სამართლებრივ ინსტიტუტს გადასცემდა, რომელსაც მისი ვაჟები უხელმძღვანელებდნენ, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულიყო.

თუმცა მერილენდისა და ვაშინგტონის პროკურორების აზრით, ტრამპმა პირობა არ შეასრულა და თავისი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს რეგულარულად იღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე