საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მაკრონის პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 12.06.2017
ნანახია: 1432

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. „წინ, რესპუბლიკამ“  ხმების 28,21 პროცენტი დააგროვა. მეორე ადგილზეა მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელები“.

მან ხმების 15,77 პროცენტი დააგროვა. მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა ფრონტმა“ კი ხმების 13,2 პროცენტი მიიღო.  

საპარლამენტო არჩევნები ტრადიციულად ორ ტურად ტარდება. მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე