თურქეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 09.06.2017
ნანახია: 1416

სულ მცირე სამი ადამიანი დაიჭრა თურქეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქებისას. ინციდენტი ბათმანის პროვინციაში, ქალაქ კოზლუკში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებიან.

მანამდე ბათმანის პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის წევრების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ტარდებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე