ტიკრიტში მასობრივ სამარხში 300 ცხედარი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 09.06.2017
ნანახია: 1398

ერაყის ქალაქ ტიკრიტში სამარხში 300 ცხედარი აღმოაჩინეს. „წამებულთა ორგანიზციის“ განცხადებით,  ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეები მებრძოლებმა დახოცეს.

ტიკრიტი სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში მდებარეობს. მებრძოლებისგან ის სრულად 2016 წლის სექტემბერში გათავისუფლდა.

სპეციალისტებმა გათხრები სალაჰ-ედ-დინისა და ანბარის პროვინციებში აწარმოეს, ასევე სპაიკერის რაიონში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2014 წელს ტყვედ 1500-ზე მეტი შიიტი კადეტი აიყვანეს.

ანბარის პროვინციაში სპეციალისტებმა ოთხი მასობრივი სამარხი იპოვეს, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.  

ერაყშო უდიდესი მასობრივი სამარხი, სავარაუდოდ ოთხი ათასი ცხედრით, მოსულთან ახლოს თებერვალში იპოვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე