ერაყში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 09.06.2017
ნანახია: 1362

მორიგი აფეთქება ერაყში. ინციდენტი ქალაქ ქერბელაში მოხდა.  თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი ავტოსადგომთან აიფეთქა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, უშიშროების ძალებმა თვითმკვლელს, რომელსაც შაჰიდის ქამარი ეკეთა, წინააღმდეგობა გაუწიეს. ის ავტოსადგომზე შესვლას ცდილობდა. ტერორისტმა ავტოსადგომთან თავის აფეთქება მაინც მოახერხა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე