შოტალნდიის საეპისკოპოსო ეკელსიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 09.06.2017
ნანახია: 1406

შოტალნდიის საეპისკოპოსო ეკელსიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა. ეს ბრიტანეთში პირველი ანგლიკანური ეკლესიაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ინიციატივას მხარი სინოდის ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი.

სინოდის გადაწყვეტილებია თანახმად, ეკელესიაში ჯვრისწერა შეეძლებათ არამხოლოდ შოტლანდიის  საეპისკოპოსო ეკლესიის ჰომოსექსუალ მრევლს, არამედ ანგლიკანური ეკლესიის ნებისმიერი შტოს წარმომადგენლებს.

 „ჩვენი საქორწინო კანონებიდან გენდერული განსხვავების ამოღებით, ვადასტურებთ, რომ ერთნაირსქესიანი წყვილები არამხოლოდ ქორწინდებიან, არამედ ჯვარს იწერენ ღმერთის წინაშეც“, - განაცხადა შოტლანდიის საეპისკოპოსო ეკლესიის მთავარმა იერარქმა დევიდ ჩილინგვორტმა.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება შოტლანდიაში 2014 წლიდან არის ლეგალიზებული. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მხარი არცერთმა ქრისტიანულმა ეკელსიამ არ დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე