ქალი უცნობი ბავშვის გადასარჩენად მანქანას შეუვარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:02 | 09.06.2017
ნანახია: 1563

ამერიკის ქალაქ ბრიჯპორტის მცხოვრებმა შანტა ჯორდანმა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, როდესაც ბიჭს მანქანა ეჯახებოდა, მან ბავშვს ხელი ჰკრა და ძირითადი დარტყმა თავის თავზე მიიღო.

 NBC4I-ის ცნობით, ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, თუმცა ჯორდანის წყალობით, ის ცოცხალი გადარჩა. თავდაპირველად ბავშვს ფეხების ამპუტაცია ელოდა, მაგრამ ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ მისი კიდურების გადარჩენა მოხერხდა.

„ჯორდანი რომ არ ჩარეულიყო, ბავშვს მანქანა გაჭყლეტდა და სავარაუდოდ დაიღუპებოდა“, - განაცხადა ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა.

ქალი ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება, თუმცა კლინიკის დატოვების შემდეგ მას მამაცობისთვის ჯილდო ელოდება.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე