ერაყში აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 09.06.2017
ნანახია: 1285

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ერაყის ქალაქ ელ-მუსაიბში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ტელერხ Al-Sumaria-ს ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 20 ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება ბაზრის შესასვლელში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე