დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 09.06.2017
ნანახია: 1265

 

ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა.

პოლიციელთა ცნობით, მან მძევლები ქალაქის დასაქმების ცენტრში აიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მძევლები დაშავებულები არ არიან.

მამაკაცი ცენტრის შენობაში ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე შევიდა.

ამჟამად პოლიცია ცდილობს მასთან მოლაპრაკებას.

დაიკეტა ახლოს მდებრაე მეტროსადგური. მის მიმდებარედ განთავსებული საერთო საცხოვრებლისდან კი სტუდენტების ევაკუაცის სასწრაფოდ განხორციელდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე