რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ 1 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:18 | 09.06.2017
ნანახია: 1365

 

რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ 1 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ავტონომიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლოს პიჯემონტიმ განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო კენჭისყრაზე გამოტანილი იქნება ერთი საკითხი - „გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი  რესპუბლიკური მმართველობის ფორმით?“

14 თებერვალს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონდ ცნო ორი რეზოლუცია, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც კატალონიის პარლამენტმა მიიღო.

კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ირიოლ ჟუნკერასი არ გამორიცხავს, რომ ავტონომია დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხდებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე