ტიმოშენკო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 08.06.2017
ნანახია: 1341

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო პრეზიდნეტ პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ ვლადიმერ გროისმანს რუსეთთან თანამშრომლობისთვის სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

ფრაქციამ მომდევნო სხდომაზე პოროშენკო და გროისმანი დაიბარა.

 „ბატკივშინას“ სურს განმარტება მიიღის ხელისუფლებისაგნ მათ საქმაინობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი აზრით, სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს და უკრაინის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს აყენებს რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.   

პარტიის ინფორმაციით, ტიმოშენკო ხელისუფლებას „ომის საშუალებით ფულის გამომუშავებაში“ ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე