ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომებს
საქართველო, თბილისი - 16:43 | 08.06.2017 ნანახია: 1634
ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას უკვე გამოეგზავნა და დაზუსტების შემდეგ, იგი ოპოზიციური სუბიექტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
„ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი გვაქვს წინასწარი დოკუმენტი, ასევე, არის მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი გაეგზავნოს სხვა სუბიექტებსაც. ერთადერთი, წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით ვუგზავნით ჩვენს კომენტარებს ვენეციის კომისიას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს. ამ დასკვნაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს 2-3 დღის საქმეა და ამის შემდეგ ალბათ უკვე ხელმისაწვდომი გახდება ეს დოკუმენტი ასევე ოპოზიციური სუბიექტებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მმართველი გუნდის მიდგომებს, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც შეესაბამება.
„იმ ზოგად მიდგომას, რომელზეც ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია შეესაბამება, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც. ბონუსთან დაკავშირებით, ზოგადი, ბლანკეტური კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, კერძოდ, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომა ალბათ საბოლოოდ აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს სულისკვეთება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ბონუსმა არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომაც, ბუნებრივია, აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















