2018 წელს ნატოში მაკედონიაც გაწევრიანდება

საქართველო, თბილისი - 14:48 | 08.06.2017
ნანახია: 1227

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 2018 წლის გაზაფხულამდე თავის შემადგენლობაში მაკედონიის მიღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სკოპიეში მზად არიან ქვეყნის სახელწოდებაც კი შეცვალონ.  

ნატოში მაკედონიის მიღებას საბერძნეთი ბლოკავს, ათენი მეზობელი ქვეყნისგან სახელწოდების შეცვლას ითხოვს, რათა საბერძნეთის ოლქ მაკედენიაში არ შეეშალოთ.

 „როიტერის“ ონფორმაციით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სკოპიეს ივლისში ეწვევა და აღნიშნულ საკითხებს განიხილავს.

საბერძნეთთან დავა 1991 წელს იუგოსლავიის შემადგენლობიდან მაკედონიის გასვლის შემდეგ დაიწყო.  

 ათენი მეზობელი ქვეყნისგან სახელწოდების შეცვლას ითხოვს და ევროკავშირსა და ნატოში მის გაწევრიანებას  ბლოკავს.

საკითხის გადაჭრამდე საბერძენთი მოითხოვს მეზობელ ქვეყანას „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ დაერქვას, როგორც ის გაეროში იწოდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე