მატარებლის გამცილებელს მსახიობი ტერორისტი ეგონა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 08.06.2017
ნანახია: 1419

საფრანგეთში ჩქაროსნული მატარებლის გამცილებელმა პარიზელი მსახიობი ტერორისტად მიიჩნია. როგორც France Bleu იტყობინება, , ინციდენტი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოხდა. 35 წლის ფრანგი მსახიობი, ტუალეტში ჩაიკეტა და პიესიდან სცენის რეპეტიციას შეუდგა. პიესაში ინგლისურ და ნიდერლანდურ ენებზე ისმოდა სიტყვები „იარაღი“ და „პისტოლეტი“. გამცილებელმა მამაკაცი ტერორისტად მიიჩნია და პოლიცია გამოიძახა.

მატარებელი ვალანსის სადგურზე გაჩერდა. პარიზელი მსახიობი დააკავეს და დაკითხეს. დაკითხვის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ ეს ცრუ განგაში იყო.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე