„ბოკო ჰარამის“ მებრძოლები ნიგერიის უდიდეს ქალაქს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 10:58 | 08.06.2017
ნანახია: 1229

ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები ნიგერიის ქალაქ მაიდუგურის თავს დაესხნენ. რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იერიში იყო.

თვითმხილველების თქმით, ერთი საათის განმავლობაში ქალაქში სროლის ხმა ისმოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, არიან დაჭრილები.

ხელისუფლების განცხადებით არმიამ იერიში მოიგერია.

მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში თვითმკვლელები მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე