თეირანის ტერაქტებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა

საქართველო, თბილისი - 17:24 | 07.06.2017
ნანახია: 1181

თეირანში დღეს დილით განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ირანის პარლამენტის სპიკერი გამოეხმაურა.

ალი ლარიჯანიმ მომხდარს „მცირე ინციდენტი“ უწოდა.

„ირანი აქტიური და ეფექტური ცენტრია ტერორიზმთან ბრძოლის და შესაბამისად, ტერორისტებს ჩვენი ანტიტერორისტული საქმიანობის შეფერხება სურთ. ირანის ძალოვან სტრუქტურებს ამ მშიშარა აგრესორებთან გამკლავების ძალა შესწევთ,“ - აღნიშნა ლარიჯანიმ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე