ირანული მედიის ცნობით თეირანის მეტროსადგურში აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 07.06.2017
ნანახია: 1203

ზოგიერთი ირანული მედიის ცნობით, თეირანში მეტროსადგურში „იმამ ჰომეინი“ აფეთქება მოხდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს უკვე მესამე ინციდენტია ირანის დედაქალაქში. მანამდე რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, რამდენიემ კი ტერორისტებმა მძევლად აიყვანა.

ვრცელდება ინფორმაცია პარლამენტის მეხუთე სართულზე მომხდარი აფეთქების შესახებაც.

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ჰომეინის მავზოლეუმის ტერიტორიაზე.

ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, მეორე ტერორისტმა კი თავი აიფეთქა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე