ირანის პარლამენტის მეხუთე სართულზე აფეთქების ხმა გაისმა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 07.06.2017
ნანახია: 1231

ირანის პარლამენტის მეხუთე სართულზე, სადაც მებრძოლებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, აფეთქების ხმა გაისმა. როგორც AFP იტყობინება, შესაძლოა, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თავდამსხმელები მეჯლისის შენობაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. სროლის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი.

სროლა მოხდა ჰომეინის მავზოლეუმის ტერიტორიაზეც, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე