თეირანში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 12:25 | 07.06.2017
ნანახია: 1259

„ისლამურმა სახელმწიფო“ თეირანში ირანის პარლამენტსა და იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი პარლამენტში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი ადამიანი თავდამსხმელებმა მძევლებად აიყვანეს. სააგენტო Fars-ის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი თვითმკვლელია. ამ მომენტისთვის ის უშიშროების ძალების მიერაა გარშემორტყმული. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობა დატოვა და სროლა ქუჩაში განაგრძო.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ჰომეინის მავზოლეუმის ტერიტორიაზე. თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც  ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამის გარდა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

დაპატიმრებულია ორი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე