ბილ კოსბის სექსუალური ძალადობისთვის 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 12:09 | 07.06.2017
ნანახია: 1212

ცნობილი ამერიკელი კომედიური მსახიობის ბილ კოსბის სასამართლო პროცესი პენსილვანიის შტატის ქალაქ მორისტაუნში დაიწყო.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, 79 წლის კოსბის ადანაშაულებენ გარყვნილ ქმედებაში ტემპლის უნივერსიტეტის თანამშრომლის ანდრეა კონსტანდის მიმართ.

პროკურატურის მონაცემებით, კოსბი 2004 წელს კოსტანდს სპირტიანი სასმელით გაუმასპინძლდა და მასზე იძალადა.

მანამდე მსახიობმა განაცხდა, რომ კონსტანდთან ინტიმური კავშირი მისი თანხმობით დაამყარა.

ბრალდების მხარე პროცესზე მოწმეების სახით სხვა ქალებსაც გამოიძახებს, რომლებიც ასევე გახდნენ კოსბის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

მსახიობის ადვოკატები ყველა ბრალდებას უარყოფენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კოსბის 10 წლით პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე