თავდამსხმელმა ირანის პარლამენტი დატოვა და სროლას ქუჩაში განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 07.06.2017
ნანახია: 1394

ირანის უშიშროების ძალებმა ჰომეინის მავზოლეუმზე თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა თეირანში მავზოლეუმის ტერიტორიაზე მომხდარი სროლისას,

ამის გარდა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. დაპატიმრებულია კიდევ ორი ადამიანი.

როგორც ცნობილია,  უცნობმა პირებმა ირანის პარლამენტშიც გახსნეს ცეცხლი.  შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.  

ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობა დატოვა და სროლას ქუჩაში განაგრძობს.  თავდამსხმელების ვინაობა და მიზნები ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი თვითმკვლწლია. შენობაში იმყოფებიან უშიშროების ძალები.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე