თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი Amnesty International-ის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:22 | 07.06.2017
ნანახია: 1182

თურქეთის ხელისუფლებამ უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავა. ის 2015 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კილიჩთან ერთად იზმირში ორგანიზაციის თურქული ოფისის 22 თანამშრომელიც დააკავეს.

2015 წლის 15-16 ივლისს თურქეთში ამბოხებულთა ჯგუფმა სამხედრო გადატრიალება სცადა.

მთავარი მოვლენები ანკარასა და სტამბოლში განვითარდა.

დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 ათასზე მეტი ადამიანი.

თურქეთის ხელისუფლებამ გიულენი გადატრიალების მცდელობის ორგანიზიბეშა დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. თავად გიულენმა ამბოხება დაგმო და განაცხდა რომ მასთან არავითრი კავშირი არ ჰქონია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე