თეირანში ჰომეინის მავზოლეუმის ტერიტორიაზე სროლა მოხდა -არიან დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 10:55 | 07.06.2017
ნანახია: 1291

ირანის დედაქალაქ თეირანში ჰომეინის მავზოლეუმის ტერიტორიაზე სროლა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.  ამის შესახებ სააგენტო TASNIM-ი იუწყება. არიან დაჭრილები. ამ წუთებში სროლის ხმა ისმის ირანის პარლამენტშიც. „როიტერის“ ინფორმაციით, მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი.

თავდამსხმელის ვინაობა და მიზნები ჯერჯერობით უცნობია.

სააგენტოსვე ცნობით, მამაკაცმა მძევლებად რამდენიმე ადამიანი აიყვანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე