მოსულის დატოვების მცდელობისას 163 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 06.06.2017
ნანახია: 1190

163 ადამიანი მოკლეს მოსულში  „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქის დატოვების მცდელობისას. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა განაცხადა. გარდაცვლილთა შორის არიან ქალები და ბავშვები. მისი თქმით, მოკლულების ცხედრები ჯერ ისევ ქალაქის ქუჩებში ყრია.

მისივე თქმით, მკვლელობა 1 ივნისს მოხდა.

გასულ კვირას ერაყელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ კონტროლირებადი რაიონების გასათავისუფლებლად შტურმი დაიწყეს.

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ უმსხვილესი დასაყრდენის -  ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოპერაცია საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მასში ასევე ჩართული არიან ქურთთა რაზმები. სამხედროებმა ქალაქის დასავლეთ ნაწილი უკვე გაათავისუფლეს, თებერვალში კი ბრძოლა აღმოსავლეთ ნაწილის დასაბრუნებლად დაიწყეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე