ავღანეთის მეჩეთში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 06.06.2017
ნანახია: 1189

ავღანეთის გერათის პროვინციაში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაიჭრა. ამის შესახებ ტელეარხი  TOLOnews-ი იუწყება.

აფეთქება ქალაქ გერათის მთავარ მეჩეთში მოხდა.

ამ დღეებში ქაბულში იმართება დიდი სამიტი, ე.წ „ქაბულის პროცესი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ გაეროს თანახმად ავღანეთის ხელისუფლებას ეტაპობრივად უნდა გადაეცეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა.

როგორც ცნობილია, 31 მაისს ქაბულში პრეზიდენტის სასახელსა და უცხოეთის ქვეყნების საელჩოების სიახლოვეს მასშტაბური აფეთქება მოხდა,  აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პრეზიდენტ აშრაფ განის თქმით, ტერაქტს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე