ლავროვი: ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება ალიანსის უსაფრთხოებას ვერ გააძლიერებს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 06.06.2017
ნანახია: 1193

ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება ალიანსის უსაფრთხოებას ვერ გააძლიერებს და წევრი ქვეყნების დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 „წმინდა წყლის გეოპოლიტიკური პროექტია, ის ვერ გააძლიერებს ნატოს უსაფრთხოებას, ეს ცხადია. ის ნატოს ქვეყნებს დამატებით ხარჯებამდე მიიყვანს, რადგან სამხედრო-ტექნიკური კუთხით მონტენეგროს ტერიტორიაზეც უნდა აითვისონ.  

მონტენეგროს უსაფრთხოებას კი იოტისოდენადაც ვერ გააძლიერებს, რადგან მონტენეგროს არავინ ემუქრებოდა, და ვერც დაემუქრება, რუსოფობიული, ისტერიული ხმები კი, რომლებიც პერიოდულად პოდგორიცადან ისმის, იწვევს მხოლოდ სიბრალულს და საერთოდაც  უფრო მეტად ღიმილს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, მონტენეგროს მხრიდან ანტირუსულ სანქციებზე დათანხმების სანაცვლოდ, ის ნატოში მიიღეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე