მედიამ ლონდონის ტერაქტის მესამე შემსრულებლის ვინაობა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 06.06.2017
ნანახია: 1190

იტალიურმა გაზეთმა Corriere Della Sera-მ ლონდონის ტერაქტის მესამე შემსრულებლის ვინაობა დაასახელა. ჟურნალისტების ცნობით, ის იუსეფ ზაგბაა.

მედიის ინფორმაციით, ტერორისტი იტალიის მოქალაქეა. მამა მაროკოელია, დედას კი იტალიური ფესვები აქვს. მისი მშობლები მაროკოში ცხოვრობდნენ, თუმცა განქორწინების შემდეგ დედა იტალიაში დაბრუნდა. მოგვიანებით ინფორმაცია სკოტლანდ-იარდმა დაადასტურა. 

მანამდე ბრიტანეთის პოლიციამ ორი ტერორისტის ვინაობა დაასახელა.

27 წლის ჰურამ შაზად ბათი და 30 წლის რაშიდ რედუანი ლონდონის აღმოსავლეთით ბარკინგის რაიონში ცხოვრობდნენ.

პოლიციის ცნობით, ბათი წარმოშობით პაკისტანიდან იყო და ბრიტანეთის პასპორტი ჰქონდა.

რედუანის წარმოშობა ჯერ გაურკვევლია. თავად საკუთარ თავს ის ლიბიელად მოიხსენიებდა, ასევე იყენებდა სხვადასხვა დაბადების დღეებსა და სახელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე