ისრაელის არაბულ ქალაქში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 14:22 | 06.06.2017
ნანახია: 1361

ისრაელის არაბული ქალაქის ცენტრში ასობით მოქალაქე პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

ქალაქ ქფარ-ქასემში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პოლიციამ ძებნაში მყოფი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელები პოლიციის განყოფილებას ქვებს ესროდნენ. უწესრიგობების დროს დაიწვა სამი ავტომობილი.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა და 21 წლის ადგილობრივი მცხოვრები სასიკვდილოდ დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ქფარ-ქასემში გადასროლილია პოლიციის დამატებითი ძალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე