ქურთები რაქაში შევიდნენ

საქართველო, თბილისი - 13:57 | 06.06.2017
ნანახია: 1291

შეიარაღებული ოპოზიციის ალიანსის -„სირიის დემოკრატიული ძალები“ რომელშიც რაქაში შევიდნენ.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ქურთები რაქაში აღმოსავლეთიდან შევიდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთები რაქის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაციაში ჩაერთვნენ.

 „ისლამურმა სახელმწიფომ“ რაქა 2013 წელს დაიკავა და თავის დედაქალაქად გამოაცხადა.

რაქის გასათავისუფლებლად ბრძოლა, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით აწარმოებს, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე