ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა ვეღარ გაიმართოს

საქართველო, თბილისი - 12:54 | 06.06.2017
ნანახია: 1269

არაბული ქვეყნების მიერ ყატარის იზოლაცია 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 9 სტადიონის და სასტუმროების აშენება უნდა მოასწროს, რასაც იზოლაციის პირობებში ვერ შეძლებს. გარდა ამისა, კატართან ავიამიმოსვლა უკვე რამდენიმე ქვეყანას აქვს შეწყვეტილი. სანქციების პირობებში ქვეყანას სასურსათო დეფიციტიც ელის.

გუშინ კატარი 8 არაბულმა ქვეყანამ ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიური კავშირი შეწყვიტა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე