ქაბულში მორიგი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 06.06.2017
ნანახია: 1386

ქაბულში მორიგი აფეთქების ხმა გაისმა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც სააგენტო TOLO News-ი იუწყება, ქაბულის „მწვანე“ ზონაში ჩოგბურთის კორტებზე რაკეტა ჩავარდა.

ამ დღეებში ქაბულში იმართება დიდი სამიტი, ე.წ „ქაბულის პროცესი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ გაეროს თანახმად ავღანეთის ხელისუფლებას ეტაპობრივად უნდა გადაეცეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა.

როგორც ცნობილია, 31 მაისს ქაბულში პრეზიდენტის სასახელსა და უცხოეთის ქვეყნების საელჩოების სიახლოვეს მასშტაბური აფეთქება მოხდა,  აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პრეზიდენტ აშრაფ განის თქმით, ტერაქტს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე