ლონდონის ტერაქტის შემსრულებელთა ვინაობა ცნობილი გახდა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 06.06.2017
ნანახია: 1245

ლონდონის პოლიციამ 3 ივნისს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელთა ვინაობა დაასახელა. სკოტლანდ-იარდის მონაცემებით, ტერაქტი 27 წლის ჰურამ შაზად ბათმ და 30 წლის რაშიდ რედუანმა განახორციელეს.

ორივე ლონდონის აღმოსავლეთით ბარკინგის რაიონში ცხოვრობდა.

მესამე თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. სამივე მათგანი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.

პოლიციის ცნობით, ბათი წარმოშობით პაკისტანიდან იყო და ბრიტანეთის პასპორტი ჰქონდა.

რედუანის წარმოშობა ჯერ გაურკვევლია. თავად საკუთარ თავს ის ლიბიელად მოიხსენიებდა, ასევე იყენებდა სხვადასხვა დაბადების დღეებსა და სახელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე