დღეს, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 06.06.2017
ნანახია: 1393

დღეს, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ძირითადად ქ. ფოთის მიდამოებში), ზემო იმერეთში და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20 – 25 მ/წმ - შია მოსალოდნელი. დღესვე, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართეველოს დაბლობში  +29, +34 გრადუსი,  სანაპირო რაიონებში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32, დედაქალაქში +31 გრადუსია მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურის ფონზე დღის მეორე ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე