ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 06.06.2017
ნანახია: 1213

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განიმ განაცხადა, რომ გასულ კვირას ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვეროპლთა რაოდენობამ 150-ს გდააჭარბა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

ავღანეთში ძლიერი აფეთქება 31 მაისს პრეზიდენტის სასახლისა და უცხო ქვეყნების საელჩოების სიახლოვეს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა“ ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 „150-ზე მეტი უდანაშუალო ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაჭრილი კი საავადმყოფოებში მოხვდა“, - განაცხადა განიმ დიპლომატებთან შეხვედრაზე.

 „ჩვენ არ ვიყავით ერთადერთი სამიზნე, მთელი დიპლომატიური საზოგადოება იყო მოცემული იერიშის სამიზნე“, - განაცხადა ავღანეთის ლიდერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე