სირიაში კოალიციის ავიაერიშს მშვიოდბიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

საქართველო, თბილისი - 10:46 | 06.06.2017
ნანახია: 1100

სირიაში ავიაიერიშს, რომელიც საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით განახორციელა, 20 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ამის შესახებ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ცენტრმა განაცხადა.  

აქტივისტების თქმით, ავიადარტმის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად რაქის ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ.

 „მშვიდობიანი მცხოვრებლები სხდებოდნენ ნავებში, რათა დაეტოვებინათ მდინარე ევფრატის სამხრეთ რაიონები“,- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამერიკის ხელისუფლებას ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე