ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა მალდივებმაც შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 05.06.2017
ნანახია: 1230

 

ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა მალდივების რესპუბლიკამაც შეწყვიტა. ხელისუფლების განცხადებით, ამის მიზეზი ყატარის მიერ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მხარდამჭერი საქმიანობა გახდა.

ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა ასევე შეწყვიტა ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა. ასევე შეწყვეტილია სატრანსპორტო მიმოსვლა.

არაბული სახელმწიფოები ყატარს რეგიონში დესტაბილიზაციასა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში ადანაშაულებენ. მათ შორის იემენში ტერორისტულ დაჯგუფებების, „ალ-ქაიდასა და „ისლამური სახელმეიფოს“ მხარდაჭერაში.

ყატართან ავიამიმოსვლა უკვე შეწყვიტა არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე