მამაკაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა, ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 15:13 | 05.06.2017
ნანახია: 1265

მამაკაცი, რომელმაც ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მძევალი აიყვანა, ლიკვიდირებულია.

მძევალი ქალი არ დაზარალებულა, თუმცა ოპერაციის მსვლელობისას საცხოვრებელ კვარტალში სამი პოლიციელი დაიჭრა.

მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კვლავ რჩებიან პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები.

მამაკაცის მოქმედების მიზეზები უცნობია. პოლიცია ამოწმებს ინციდენტი უკავშირდება თუ არა ტერორიზმს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე