თურქეთის ხელისუფლებამ 130 პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:57 | 05.06.2017
ნანახია: 1310

თურქეთის ხელისუფლებამ 130 პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო. მათ შორის ისლამი სასულიერო პირი ფეთულა გიულენი და პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიის რამდენიმე წევრია.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქვეყანაში 3 თვის განმავლობაში არ დაბრუნდებიან, თურქეთის მოქალაქეობას დაკარგავენ.

ფეთულა გიულენს ანკარა 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე