ლიტვამ რუსეთის საზღვარზე კედლის აშენება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:55 | 05.06.2017
ნანახია: 1226

ლიტვამ რუსეთის საზღვარზე კედლის აშენება დაიწყო. როგორც დაგეგმილია, დამცავი ღობის სიგრძე 44,6 კმ იქნება. ლიტვის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დამცავი ზღუდე კონტრაბანდისა და არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად შენდება.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერამდე დასრულდება.

სამუშაოს ხარჯები -  1,335 მლნ ევრო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.  

ორი მეტრის სიმაღლის ლითონის კონსტრუქცია აღჭურვილი იქნება თანამედროვე მოწყობილობებით.

2020 წლამდე ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ღობეს ლიტვა-ბელარუსის საზღვარზეც ააშენებს.

მანამდე ესტონეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთის საზღვართან 2,5 მეტრის სიმაღლის ღობის აშენებას აპირებს, მსგავსი განზრახვა აქვს ლატვიის ხელსიუფლებასაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე