ენმ შს და განათლების მინისტრების და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 12:07 | 05.06.2017 ნანახია: 1301
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებისაკენ მოუწოდებს. „ნაციონალირი მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცების ფაქტი საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს.
მისივე თქმით, ეს თანამდებობის პირები დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლება კი ამაზე ადექვატურ რეაგირებას არ ახდენს.
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცება, როგორ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე შეგნებულად არ აკეთებს,“- განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე თქმით, თუ ეს პირები არ გადადგებიან, ამ მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას მოითხოვს.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















