ავტობუსის 22 მგზავრი ცოცხლად დაიწვა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 05.06.2017
ნანახია: 1561

22 მგზავრი ცოცხლად დაიწვა ცეცხლმოდებულ ავტობუსში. ინციდენტი ინდოეთში სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად მოხდა.

მედიის ცნობით, სატვირთო მანქანასთან შეჯახებისას ავტობუსის დიზელის ავზი აფეთქდა.

შედეგად სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მთლიანად მოედო. თუმცა გადარჩენა მგზავრთა უმეტესობამ მაინც შეძლო.

დამწვარი 22 მგზავრის ამოცნობა დნმ-ის გარეშე შეუძლებელი გახდა.

ავარიის მიზეზები დგინდება. წინასწარი მონაცემებით, ავტობუსი საპირისპირო ზოლში გადავიდა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე