ალპებში მთამსვლელები სამაშველო ვერტმფრენის ბაგირს მოწყდნენ

საქართველო, თბილისი - 11:28 | 05.06.2017
ნანახია: 1142

მაშველი და ერთი ალპინისტი დაიღუპა ავსტრიის ალპების მთებში. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამაშველო ბაგირი გაწყდა, რომელსაც ისინი ვერტმფრენების ბორტზე აყავდა.  

ორმა მთამსვლელმა-  ქალმა და მამაკაცმა მაშველებს დასახმარებლად მიმართა.

სამაშველო ვერტმფრენმა ალპინისტების ადგილსამყოფელი დაადგინა და 28 წლის მაშველი ბაგირით ჩაუშვა, რათა მას მთამსვლელები ბორტზე აეყვანა.

მაგრამ ასვლის დროს ბაგირი გაწყდა  და სამივე ხრამში ჩავარდა.

ქალი და მაშველი დაიღუპა, მამაკაცმა ალპინისტმა კი მძიმე ტრავმები მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე