ბოლო მონაცემებით, ტურინში დაშავებულთა რაოდენობამ 1400-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 14:27 | 04.06.2017
ნანახია: 2978

ტურინში ჭყლეტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 1400-მდე ადამიანმა მიიღო.

არეულობა იუვენტუსის ფან ზონაში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც რეალმა იუვენტუსს მესამე გოლი გაუტანა, ფან-ზონაში მაშხალები ააფეთქეს, რასაც პანიკა მოჰყვა.

10-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი უელსში მადრიდელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე