ტურინში ჭყლეტის შედეგად 600-მდე ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 04.06.2017
ნანახია: 1312

ტურინში სან-კარლოს მოედანზე ჭყლეტის შედეგად 600-მდე ადამიანი დაშავდა.

არეულობა იუვენტუსის ფან ზონაში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც რეალმა იუვენტუსს მესამე გოლი გაუტანა, ფან-ზონაში მაშხალები ააფეთქეს, რასაც პანიკა მოჰყვა.

10-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი უელსში მადრიდელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე