სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლების შეცვლა სურს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 02.06.2017
ნანახია: 1314

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის მთავარ მიზანს უკრაინის ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს და აღნიშნა, რომ მისი დაპირისპირება პეტრო პოროშენკოსთან ამ უკანასკნელისთვის ცუდად დამთავრდება.

ეს განცხადება სააკაშვილმა კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან შეკრებილ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლებიც ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ.

 „ჩემი მიზანია ყველას დავეხმარო, ეს შემიძლია მხოლოდ ჩემს გუნდთან ერთად. მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობით. მთლიანად უნდა მოვიშოროთ ძველი პოლიტიკური კლასი“, - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე