მედდას რვა პაციენტის მკვლელობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 15:06 | 02.06.2017
ნანახია: 1303

კანადელმა მედდამ მოხუცთა თავშესაფარში რვა პაციენტის მკვლელობა აღიარა. 2007-2014 წლებში ელიზაბეტ ბეტფლაუერმა 75-96 წლის ასაკის ხუთ ქალსა და სამ მამაკაცს ორგანიზმში ინსულინის სასიკვდილო დოზა შეუყვანა.

ქალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის მოტივი ჯერ დაუდგენელია, თუმცა სამართალდამცველებმა ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიონ ხანდაზმული პაციენტების მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულებებიც.

კანადაში მოხუცებულთა თავშესაფრებში ხანდაზმულების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულბა და ძალადობა იშვიათი მოვლენა არ არის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე