არამწეველი და მწეველი ბრალდებულები და მსჯავრდებულები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან

საქართველო, თბილისი - 13:20 | 02.06.2017
ნანახია: 1253

დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები, მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.

სამინისტროს განმარტებით, განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე