აშშ პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ 2015 წელს მიღებული შეთანხმებიდან გადის

საქართველო, თბილისი - 13:19 | 02.06.2017
ნანახია: 1248

 

აშშ პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ 2015 წელს მიღებული შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და სამართლიანი შეთანხმების მისღწევად მოლაპარაკებების დაწყებაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარიზის ხელშეკრულება კლიმატის დაცვაზე მეტად შეერთებული შტატების ხარჯზე სხვა ქვეყნების მიერ სარგებლის მიღებას  უფრო ითვალისწინებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა როგორც თეთრ სახლთან, ისე ქვეყნის სხვადასხვა მსხვილ ქალაქში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე